საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია სტუდენტებს გააცნო. კონცეფციაში წარმოდგენილია უწყების ხედვა, თუ როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და რა ფორმით ჩაერთვება ქვეყნის თავდაცვაში მოსახლეობა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის სავალდებულო გაწვევაზე საერთოდ უარი განაცხადოს. მინისტრმა სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა.
„ჩვენ სტუდენტებთან შეხვედრებს უნივერსიტეტებში გავაგრძელებთ, უკვე 4 შეხვედრა გვქონდა, აღდგომების შემდეგ მეორე ციკლს დავიწყებთ. ჩვენ ყველას ვუთხარით და კიდევ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ უნივერსიტეტში მივიდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, გორშიც, თელავშიც, ქუთაისშიც, ბათუმშიც დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის აზრი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






