საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლევილის ქართული მამული მოინახულეს
პოლიტიკა - 17:28, 23 Apr, 2016     1465
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართულ მამულს ეწვივნენ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლევილში, ნოე ჟორდანიას და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლევილის ყოფილი მერი დანიელ ელპრენი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა საფრანგეთის რესპუბლიკაში 2001-2014 წლებში ლევილის მამულის შენახვის, ქართული დიასპორის წარმომადგენლების უფლებების დაცვისა და ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველების საფლავების მოვლა-პატრონობაში გაწეული წვლილისათვის.

,,ამ კედლებში ქართველები ფიქრობდნენ საქართველოზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამას ფრანგ თანამემაულეებთან ერთად აკეთებდნენ. არაერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა ქართველი ერისათვის ურთულეს წუთებში, ფრანგი ერი ჩვენს გვერდით იდგა.

ქართველი და ფრანგი ერის მეგობრობის სიმბოლოდ და მადლიერების ნიშნად მინდა ლევილის ყოფილ მერს დანიელ ელპრენს ოქროს საწმისის ორდენი გადავცე” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ლევილის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42