ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემა - ოფშორული ფირმები და დაფარული გადასახადები
პოლიტიკა - 14:36, 23 Apr, 2016     10179

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ლევან თარხნიშვილმა და გივი თარგამაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის დაპირებები, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ წინასაარჩევნოდ გასცეს, თუმცა რეალურად არც ერთი მათგანი არ შესრულდა. მეტიც, ქვეყანის მდგომარეობა დამძიმდა.

"წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი მართველობა ქვეყანას წინსვლას, ხოლო მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანდა. რეალობა კი დაგვეთანხმებით სულ სხვა - მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, შემცირდა სამუშაო ადგილები, შემცირდა თითოეული ოჯახის შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკა და ბოლოს ლარის კურსმა სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისიახალიინიციატივების შესახებ, რომელთა აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, ამ ყოველივეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ იხეირა.

ჩვენ 4 წლის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის უკანონო ინტერესები, რომლებმაც შეიწირა საყდრისის ისტორიული ძეგლი, გააკოტრა ბათუმის პორტი. გავიხსენოთ ასევე პანორამა თბილისი პროექტი, ბატონი ივანიშვილის მიერ თავისი ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის უფასოდ გადაცემული სახელმწიფო ქონება და გაცემული იაფი სესხები, ასევე საკუთარი თავისთვის შექმნილი გლდანის ეკონომიკური ზონა, რომელიც აძლევს საშუალებას ბიძნა ივანიშვილს შეუქმნას სასათბურე პირობები საკუთარ ბიზნესს.

4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ფირმებმა სახელმწიფოსგან ერთ პირთან მოლაპარაკებისა თუ ტენდერების გზით მიიღო 10 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ქართუ ბანკის შემოსავალი კი გაიზარდა 17-ჯერ.

რამოდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის გვარმა გაიჟღერა პანამა ფეიფარის სკანდალში, სადაც დასახელებული იყო ოფშერულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია, რომლის დახმარებითაც ბატონი ბიძინა გადასახადებს უმალავდა საფრანგეთის მთავრობას. ორი დღის წინ აშშ კონგრესმენმა სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დააკავშირა იარაღის ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასა და უკანანო მაქინაციებთან და მოუწოდა აშშ-სფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას, როგორც ვხედავთ ფირმების უმეტესი ნაწილი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში და შესაბამისად არ იხდიან გადასახადებს საქართველოში. მეორე მხრივ სწორედ ეს კომპანიები არიან საქართველოში რეგისტრირებული ფირმების დამფუძნებლები და შესაბამისად ფირმებიდან მიღებული დივიდენტები ისევ ოფშერულ ზონებში მიედინება. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი - დის შვილი კახა კობიაშვილი (მამა - გივი კობიაშვილია, დედა -მერი ივანიშვილი) უწევს კოორდინაციას. ბატონი კახა არ წარმოადგენს საჯარო პირს და შესაბამისად მისი დეკლარაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ პიროვნებისა და ფირმების მეშვეობით ახდენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლოების და სახელმწიფო ქონებისა და სახსრების მითვისებას, ასევე ფულის გათეთრებას.

ამ ყოველივეს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ ყველანი ერთად წერტილს დავისვავთ 2016 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ხელისუფლებას და დავბრუნებთ საქართველოს განვითარების გზაზე."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42