"NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საფუძვლიან ეჭვებს იწვევს"- კახა კალაძე
პოლიტიკა - 14:16, 23 Apr, 2016     1305

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები IRI-ს კვლევების შედეგებს არ ენდობიან.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები „საფუძვლიან ეჭვებს“ იწვევს.

„ NDI-სა და IRI-ს, პატივს ვცემთ, ისინი ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მაგრამ კვლევა არის სპეციფიური მიმართულება. ამას სჭირდება პროფესიონალი ადამიანები. როგორც ცნობილია, თვითონ ეს ორგანიზაციები არ ახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ველზე, სადაც ხდება ადამიანების გამოკითხვა. ამას აკეთებენ ქართული კომპანიები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები - განაცხადა კახა კალაძემ.

განათლების მინისტრმა თქვა, რომ კვლევის შედეგებმა ბევრი კითხვა გაუჩინა.

"ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ზოგადად პასუხის გასაცემად ჩემი ლოგიკა ასეთია, - თუ მართლა ასეა საქმე, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელმაც გამოიარა წინა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების ქმედებების მომსწრეც არის," - ამბობს სანიკიძე.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო 2012 წელს.

„საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მიღებული 2012 წელს, რომელიც იქნა მიღებული 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, მმართველი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით იქნება ყველგან წარმოდგენილი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

IRI-ის კვლევებზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კვლევის ჩატარების დროს პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება იყო.

,, ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებაში იმიტომ, რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამიტომ ეს თემა არ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კითხვაზე - ენდობა თუ არა ის აღნიშნულ კვლევებს, ხიდაშელის თქმით, მისი პოზიციები ამ კვლევებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია და მას პოზიცია წლების მიხედვით არცერთხელ არ შეუცვლია.

IRI-ის კვლევებით ირკვევა, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება 1 %-ია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას, 19% კი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42