საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას პარიზში პრეზიდენტი და პირველი ლედი დაესწრნენ
პოლიტიკა - 11:58, 23 Apr, 2016     1309
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.

ინტერალიეს სასახლეში საზეიმო მიღებაზე საქართველოს დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

ინტერალიეს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე- დელონმა მიმართეს.

,,25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ახლა იწყება სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.

ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენს მომავალ მიზნად დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ სვლა და 2016 წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად.

ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელების და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს",- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ასეთი სახელმწიფოს შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ის ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც გააჩნია ქართველს და ქართულ კულტურას უნდა გადავიტანოთ ადეკვატურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ადეკვატურ პოლიტიკურ მოწყობაში, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმაში, როგორიც ევროპაშია.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სულოკომ" კონცერტი გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42