პირველმა ლედიმ პარიზში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა
პოლიტიკა - 11:50, 23 Apr, 2016     1937
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარიზში ვიზიტის ფარგლებში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მწვანე სახლი“ მოინახულა. მედპერსონალთან შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ საფრანგეთში აპრობირებული ბავშვთა რეაბილიტაციის მეთოდოლოგია, ამ მიმართულებით არსებული პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და წამყვანი სარეაბილიტაციიო პროგრამების საქარველოში დანერგვის საკითხებზე ისაუბრა.

პირველმა ლედიმ დღესვე მედიასთან მის მიერ გამართული შეხვედრა შეაფასა და მსგავსი ცენტრების ჩვენს ქვეყანაში არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "ადრეული განვითარების ცენტრებისგან განსხვავებით, ამ ორგანიზაციაში ბავშვებთან კომუნიკაცია ხდება ოჯახურ გარემოში. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სხვადსხვა სახის ფსიქიკური აშლილობა, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ განსხვავებული მეთოდებით, როგორიც არის სხვადასხვა სახის თამაშები და მათი მეშვეობით ხდება მათზე დაკვირვება და ფსიქიკური აშლილობის მიზეზების დადგენა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გავცნობოდი ახალ მეთოდებს, მენახა რა ტიპის სამუშაოებს ატარებენ ფსიქოლოგები ამ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობისას. მსურს საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი პრაქტიკა. თუმცა ჩვენთან არის ადრეული განვითარების ძალიან კარგი ორგანიზაცია „პორტიჯი“ ნინო ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. „მწვანე სახლი“, რომელშიც მე დღეს ვიმყოფებოდი არის განსხვავებული ტიპის. ბავშვებთან მუშაობა, მათთან კომუნიკაცია ხდება სხვადსხვა გასართობი თამაშებით, რომელშიც აუცილებლად ჩართულები არიან მშობლებიც.

ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, ურთიერთობას, ადვილად უნდა იყვნენ ინტეგრირებულები იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ძალიან მინდა ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვო და სადაც ჩავდივარ უცხოეთში, ვცდილობ ასეთი დაწესებულებები მოვინახულო, რომ გავიგო თუ რა ხდება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში. მსურს, რომ ჩვენც ავყვეთ მათ ტემპს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯებია ჩვენთან გადადგმული ვთვლი, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით."-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42