მისი თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობას საკუთარი პრობლემების მოგვარებაში "ნაციონალური მოძრაობის "იმედი აქვს (ნაც. მოძრაობას 16 %, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 15 %).
რატიანის ინფერმაციით, IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა, ხელისუფლების მთავარ პრობლემებად ეკონომიკას, კრიმინალსა და კორუფციას ასახელებს.
რატიანს პოლიტიკური რეიტინგების შესახებაც ვკითხეთ. (IRI-ის კვლევებით ირკვევა, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება 1 %-ია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას, 19% კი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს).
„ხელისუფლების რეიტინგი დღითიდღე ეცემა.ჩვენი რეიტინგი კი მზარდია. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა ნდობის რესურსი"- აღნიშნა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






