თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 19:03, 22 Apr, 2016     1171

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აქსელ ვეხს შეხვდა. შეხვედრას ავსტრიის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მართვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ესწრებოდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის ქალაქებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისში 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შემდეგ ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხი დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალურია. თბილისის მერმა ამ სფეროში ავსტრიელი გარემოს დაცვის ექსპერტების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ავსტრიის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში, ავსტრიელი ექსპერტების ტექნიკური დახმარების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მტკვრის შენაკადებზე, წავკისის წყლის, დიღმისხევის და ხევძმარას მდინარეების აუზებში არსებულ სტიქიურ მოვლენებს შეისწავლიან. სპეციალისტები სტიქიური პროცესების ადგილზე შეფასების შემდეგ მაღალი რისკის შემცველ ადგილებს გამოავლენენ და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. შემაჯამებელი დასკვნის საფუძველზე ექსპერტები, საბოლოოდ, რისკის მქონე უბნების რუკებს შეადგენენ.

შეხვედრაზე ელჩმა აქსელ ვეხმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისში, სტიქიური კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ავსტრიელი ექსპერტების დახმარება კი დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42