"სახელმწიფომ გვაზავას და მის ოჯახს ტკივილი განუახლა, როცა დისკრეციის გამოყენება შეეძლო"- ზაზა ჭაია
პოლიტიკა - 18:30, 22 Apr, 2016     2138
"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" წევრი, ზაზა ჭაია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავასთვის სასამართლოს მიერ 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების საკითხს ეხმაურება.

როგორც "ნიუპოსტს" ჭაიამ განუცხადა, სახელმწიფოს გვაზავას მიმართებაში კანონით გათვალისწინებული დისკრეციის უფლება უნდა განეხორციელებინა.

"გვაზავამ იმ ტრაგედიაზე რაც მას და მის ოჯახს დაატყდა განაჩენი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა. მსგავსი ემოციური კომენტარი არასდროს მიმიცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ იმ ტრაგედიის დროს უფალმა ეს განაჩენი არ მიიღო მისგან და მისცა უფლება თავისი და რეზოს შვილები აღზარდოს. დღეს კი ლევანს და გარდაცვლილის ოჯახს ეს დიდი ტკივილი განუახლეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლოზე ლევანის და რეზოს ოჯახი ერთად მოვიდა, ისინი ერთიანები არიან. ჩემი ღრმა რწმენით ამ ემოციური სურათის შემხედვარე მოსამართლეს შერცხვა და დასთანხმდა სახელმწიფოს მოთხოვნას.

ქართულ სახელმწიფოს უნდა გამოეჩინა კეთილშობილება და ასეთი ღვაწლმოსილი პიროვნებისთვის არ შეეხსენებინა ოჯახური ტრაგედია. სახელმწიფოს დისკრეციის უფლება თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა. მით უფრო რომ ყველა თანაგრძნობით იყო განწყობილი, როცა ერთი დეიდაშვილი გარდაიცვალა, მეორე კი სიკვდილს ებრძოდა. ამასთან, როცა არ არსებობს დაზარალებული, როცა გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ეს ტრაგედიაა, ლევანი კი მათი შვილია, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა გამოეჩინა ჰუმანურობა, მით უფრო რომ ქართულ კანონმდებლობაში არის დისკრეციის უფლება ჩადებული. სახელმწიფოს გენერალ-მაიორი სასამართლოში კი არ უნდა მიეყვანა, არამედ უნდა უზრუნველყოს მისი მშვიდი ცხოვრება"- აღნიშნა ზაზა ჭაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ოქროყანაში შარშან 28 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, როდესაც გვაზავას ნათესავი რევაზ კალომლეწავი გარდაიცვალა, გვაზავამ კი თვითმკვლელობა სცადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა და როგორც პროკურორი აცხადებდა, არსებობდა ლევან გვაზავას მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის ალბათობაც თუმცა, სასამართლომ გადაწყვიტა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42