სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“ დასრულდა
პოლიტიკა - 17:46, 22 Apr, 2016     937

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“-ის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე დაესწრნენ.
„მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ეს სწავლება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყების ხელმძღვანელს, ვინც შეძლო და თავისი წარმომადგენლები გამოგზავნა ამ სწავლებაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი და მტკიცედ წინ გადადგმული ნაბიჯი საინფორმაციო სფეროში ჩვენი ურთიერთქმედების გაუმჯობესებისაკენ. იმედი მაქვს, რომ ეს სწავლებები მუდმივად იქნება და სხვადასხვა უწყებები თვითონაც ჩაატარებენ მსგავს ღონისძიებებს, სადაც ჩვენ მონაწილეების სტატუსით ჩავერთვებით“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„INFO 2016" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2016-ის" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და „გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს. წვრთნების მიზანს თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს საინფორმაციო ოპერაციების წარმართვა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის დახვეწა წარმოადგენდა.

სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42