დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა
პოლიტიკა - 16:06, 22 Apr, 2016     1297
დღეს საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, გაიმართა მეორე მულტისექტორული შეხვედრა, რომელზედაც წარმოდგენილი იქნა დაბერების პოლიტიკის დასრულებული სამოქმედო გეგმის დოკუმენტი. სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროექტთან და საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან თანამშრომლობით. მულტისექტორულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დიმიტრი ხუნდაძე.

-„სამუშაო ჯგუფმა და მასთან არსებულმა თემატურმა ქვეჯგუფებმა, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელობისთ შეიქმნა, მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევისა და მისი რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა 2016-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების საკითხის ჩართვას სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში. ხანდაზმულების თემა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ვცდილობთ, მათი რესურსი სრულყოფილად გამოვიყენოთ სახელმწიფოს მართვაში და ამასთანავე, შევუქმნათ მათ უკეთესი ცხოვრების პირობები. დაბერება არ არის განაჩენი, ეს გარდაუვალი დემოგრაფიული პროცესია, მაგრამ ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა. სწორედ ამ პოლიტიკის დოკუმენტზე იმუშავა ჯგუფმა თითქმის ერთი წელია, რომელსაც მალე პარლამენტის დადგენილებით მივიღებთ“.- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

-„დემოგრაფიულო პოლიტიკა მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. საქართველოში დემოგრაფიული დინამიკის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია დაბერების პროცესი, რაც განუხრელად გაიზრდება. ეს დინამიკა ქვეყნის წინაშე აყენებს გადაუდებელ ამოცანას - ერთი მხრივ, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც მოერგება ამ დემოგრაფიულ დინამიკას და უზრუნველყოფს უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის საკმარის შემოსავალს, სოციალურ დაცვას და ასაკის საჭიროებაზე მორგებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, და ამავდროულად, ხელს შეუწყობს უფროსი ასაკის მოქალაქეების, როგორც ინკლუზიური საზოგადოების წევრების მონაწილეობას ყველა სფეროში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით“.- განაცხადა , გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

-„ჩვენმა ფონდმა ჩაატარა სიღრმისეული კვლევები საქართველოში ერის დაბერების დინამიკასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წარმოვადგინეთ კონფერენციაზე. ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის შემდეგ პარლამენტს წარედგინა დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება ხანდაზმულების მიმართ. თუკი წინა ხელისუფლება მათ ჩარეცხილებს უწოდებდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ხანდაზმულებს სპეციალური პოლიტიკური დოკუმენტი მიუძღვნა, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი საინტერესო ინიციატივები მათი ყოფის გასაუმჯობესებლად, ასვე, მათი როლის გასაძლიერებლად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბატონ დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით ამ დოკუმენტის გასაცნობად, დაგეგმილი გვაქვს ხანადზმულებთან შეხვედრა როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში“.- აღნიშნა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ.

დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებულ იქნება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტს პარლამენტი დადგენილებით მაისის ბოლომდე მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42