გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლაშერს შეხვდა
პოლიტიკა - 15:58, 22 Apr, 2016     811

საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლაშერს შეხვდა

საფრანგეთის სენატის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობა და კავალერია მონაწილეობდა.

შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლაშერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას და პრეზიდენტი შეტყობინებებიდან ნათელი გახდა, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა საკითხი დგას ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი შედეგი, რასაც საქართველო მოელის“, - განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენას მთელს რეგიონზე.
“ საქართველოს პრეზიდენტს ძალიან ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელშიც საქართველოს უდიდეს როლს ასრულებს და მათ შორის ,,აბრეშუმის გზის” პროექტზე.
რა პოლიტიკური ხედვის ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში”-განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გამოიკვეთა საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ მიუხედავად რთული საერთაშორისო კონტექსტისა საფრანგეთი ამჩნევს, მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა და განწყობილნი არიან მაქსიმალური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.
,,როგორი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მათ ნებაზე, ვიმეორებ, რთულია საერთაშორისო კონტექსტი, მაგრამ საქართველოს მიმართ, მათი დამოკიდებულება არის გამორჩეულად პოზიტიური, და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ რეალურ შედეგზე გავიდეთ”, -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ფრანგულმა მხარემ ძალიან დიდი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ყველანაირი მხარდაჭერა აღგვითქვა ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით.
“აღინიშნა, რომ საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებით, იმისათვის, რომ პროგრესი დაფიქსირდეს”, -აღნიშნა დავით დონდუამ.
საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის დელეგაცია და სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42