რესპუბლიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ამის გამო მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა, ექსპერტი ელენე ხოშტარია ეხმაურება. მისი განცხადებით საქართველო არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ქვეყანას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს:
„ეს არის ძალიან მრავალმხრივი ანალიზი საქართველოში შექმნილი ვითარების, ამ ანალიზის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში საგარეო პოლიტიკის პრობლემა იქნება და რუსეთზე ორიენტაციის საფრთხე, შიდა პოლიტიკური დემოკრატიის, არჩევნების მოლოდინთან დაკავშირებული საფრთხე, ამას კონკრეტული სახელი ჰქვია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ოლიგარქი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას. ამერიკას და ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ იმის ტრადიცია, რომ იყო მაგნიტსკის სია და სხვა, ის, რომ ეს ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში საქართველო არ უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში პრობლემებს ქმნის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






