„აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები წუხან იმ ვითარებაზე, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ოლიგარქიული მმართველობის სტილზე, არაფორმალურ მმართველობაზე, ქვეყნის უკუსვლაზე, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველა თვალსაზრისით ივანიშვილის ხელში, ქვეყანა მიდის უკან. საქართველოს ყველა მეგობარი ამაზე წუხს. ჩვენ ივანიშვილის ანგარიშები ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ რაც შეიძლება მალე და ამის საუკეთესო საშუალება არის ოქტომბრის არჩევნები, დასრულდეს ეს ყველაფერი და ქვეყანამ თავის მეგობრებთან, თავის პარტნიორებთან ერთად ისევ განაგრძოს წინსვლა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა
იგივე აზრს იზიარებს სერგო რატიანიც, მისი თქმით ივანიშვილი ნამდვილად არის პუტინის პროექტი და ის ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
„ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და ეს არის რუსული პროექტი, ეს არის პუტინის პროექტი და ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებას. ამიტომ, ეს არის გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი იყოს გაუვნებელყოფილი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. კონგრესმენის თქმით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს და ის რუსეთისადმი ლოიალური და პუტინის მოკავშირეა. კონგრესმენმა ბარაკ ობამას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი პრორუსული ძალების პოპულარიზაციას ახდენს და შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს.
მასალის გამოყენების პირობები






