„ანგარიშის დაყადაღების მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს, სასამართლოს თანხმობით. ყველა დანარჩენი განცხადება ჯდება მხოლოდ გამოხატვისა და იმპროვიზირების ფარგლებში. გამოხატვისა და იმპროვიზირების უფლებას ვერავის ვერ წავართმევთ, მითუმეტეს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის წევრს, ასე რომ ანგარიშის დაყადაღების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს და სასამართლოს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. კონგრესმენის თქმით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს და ის რუსეთისადმი ლოიალური და პუტინის მოკავშირეა. კონგრესმენმა ბარაკ ობამას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი პრორუსული ძალების პოპულარიზაციას ახდენს და შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს.
მასალის გამოყენების პირობები






