მოსამართლეებისთვის ბინების გადაცემის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრხელებს
პოლიტიკა - 15:03, 22 Apr, 2016     1275

საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეთა საბინაო უზრუნველყოფის საკითხს განცხადებით ეხმაურება, სასამართლოს განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ თვლის, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ბოლო დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული არაერთი მოსაზრების გამო, რომელთა შორის, სამწუხაროდ, იყო ისეთებიც, რომლებიც შეურაცხყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის თითოეულ მოქმედ თუ ყოფილ წევრს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობად ქ. ბათუმის განსაზღვრის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების დღიდან მოქმედებს და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცხოვრების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფას.

მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ

დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42