ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ პრემიერს მიმართავს და ბავშვთა პანსიონის გახსნისთვის დაკისრებული ჯარიმის მოხსნას ითხოვს
პოლიტიკა - 14:53, 22 Apr, 2016     1099
ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და ქობულეთში მდებარე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის ფინქციონირებისთვის დაკისრებული ჯარიმის მოხსნას ითხოვს.

,,საქართველოს პრემიერ–მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

მოგმართავთ საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ხელმძღვანელი. მოგახსენებთ, რომ ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის თბილისში მცხოვრები 600 სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული, მარტოხელა ხანდაზმული, ასევე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი ქ. თბილისში და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონი ქობულეთში. აგრეთვე ჩვენი ფონდი ახორციელებს ინდივიდუალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად! ფონდი ოთხი წლის განმავლობაში ფინანსდება კიევის ექს–მერის შვილის, სტეპან ჩერნოვეცკის მიერ, თითქმის მილიონი დოლარით წელიწადში.

გთხოვთ, მისცეთ განკარგულება შესაბამის სამსახურებს ჯანდაცვის სამინისტროში, გააუქმონ 3000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც დაგვაკისრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის.

თქვენმა წინამორბედმა – ბატონმა ღარიბაშვილმა, თავიდანვე არასწორად გაიგო საქართველოში ბავშვთა სახლების განვითარების ფილოსოფია. ეყრდნობოდა რა, გაეროს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს რეალობისთვის სრულიად შეუსაბამოა.

საუბარია იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების მზრუნველობას, აღსაზრდელად უნდა გადაეცეს ქართულ ოჯახებს. მდიდარი ევროპული ქვეყნებისთვის, ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ბავშვებს იყვანენ ოჯახებში, სადაც მშობლებს არც სამსახურის და არც მომავლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ისინი ბავშვის აყვანით, მისი სოციალური დახმარების კმაყოფაზე ცხოვრებას იმედოვნებენ. ეს საშინელი მოვლენაა. ასეთი მშობლები ხშირად სვამენ და ცხოვრების არაჯანსაღ წესს ეწევიან, არ აკონტროლებენ აყვანილ ბავშვებს და ზოგჯერ მათ სამათხოვროდაც კი უშვებენ ქუჩაში.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო არ აქცევს სათანადო ყურადრებას აჭარაში ულიცენზიოდ მოქმედ, ე.წ. თურქულ ბავშვთა სახლების კონტროლს. ასეთი ბავშვთა სახლები უკვე ათეულობითაა გახსნილი. აქ ბავშვებს არასათანადოდ აჭმევენ, არ უწყობენ ხელს მათ სიარულს ქართულ სკოლებში, და დიდ დროს უთმობენ რელიგიურ და იდეოლოგიურ სწავლებებს. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროში დავაყენეთ საკითხი ლიცენზიის გარეშე მოქმედი ამ ბავშვთა სახლების კანონიერების შესახებ, მაგრამ პასუხი არ მივიღეთ.

პატივცემულო ბატონო გიორგი, ნება მოგვეცით დაგპატიჟოთ ჩვენი ოპერირების ქვეშ მყოფ ერთ–ერთ ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვებს ასწავლიან სერთიფიცირებული აღმზრდელები და ისინი არა ნაკლებად უზრუნველყოფილნი არიან, ევროპულ ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით! ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მიიღოთ შესაბამისი და კანონიერი გადაწყვეტილება. ჩვენ კი ჩვენი მხრივ მოგცემთ გარანტიას, დამატებით მინიმუმ 10 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გახსნაზე, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის რეგიონში“ - ნათქვამია საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“დირექტორის ანდრეი კურსკის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42