პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყირგიზეთის დელეგაციასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 14:52, 22 Apr, 2016     992
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის დელეგაციის წარმომადგენლებს შემაჯამებელ შეხვედრაზე უმასპინძლა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების, საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების, დაწესებულებების ტიპების, მასში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამების, ასევე, პრობაციის ეროვნული საგენტოს და სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო.

„შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტები განვიხილეთ, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ხორციელდება და მინდა ვთქვა, რომ სტუმრები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მათ დაადასტურეს, რომ ქართული მხარის გამოცდილებას ყირგიზეთში გაიზიარებენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

დელეგაციის წევრებმა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ უწყებაში ბევრი საინტერესო და ახალი პროექტია დანერგილი. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ქართული გამოცდილების გაზიარება და მისი ყირგიზეთის პენიტენციურ სისტემაში დანერგვა.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს N16 დაბალი რისკის დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ასევე, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სისტემიდან საკნურ საცხოვრებელზე გადასვლის პრინციპი. მათი განსაკუთრებული დაინტერესება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციამ გამოიწვია.

„საქართველოს პენიტენციურმა სისტემამ უკვე მიაღწია მიზანს. ეს კი სტაბილურობის გარანტია. როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოს მიზანი დანაშაულთან ბრძოლაა. მხოლოდ დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირება კი საკმარისი არ არის. აუცილებელია მასთან მუშაობა. ვიზიტის შედეგად დავრწმუნდით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მსოფლიო დონის სტანდარტებზე გადავიდა და ჩვენ ვეცდებით ნანახი გავიზიაროთ,“ - განაცხადა ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სალამატ აბდიევმა.

ყირგიზეთის პენიტენციური სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნაზირა ოსმონოვამ სურვილი გამოთქვა მისმა თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსი გაიარონ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42