თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:51, 22 Apr, 2016     1395

თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს მთავარი ექსპერტი ვოლფანგ ლუტცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრში ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღებას. ასევე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობასა და დათვალიერებას.

„თანამედროვე ეპოქაში ასეთი ცენტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგო ეფექტურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, გარემოსდაცვითი და ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით. ცენტრი დაეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროექტების ენერგო ეფექტიანად განხორციელების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს გავუფრთხილდეთ გარემოს და დავზოგოთ ხარჯები“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სრულად პასუხობს თბილისის მიერ 2010 წელს „მერების შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს. სივრცის მოწყობა და ენერგოეფექტური სადემონსტრაციო მასალებით აღჭურვა ევროკავშირის პროგრამა INOGATE-მა უზრუნველყო.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის გასულ წელს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42