,,თუ ჩიორამ ეს თქვა, ბოდიშის მოხდა მოუწევს“ - კვაჭანტირაძე სავჩენკოს მხარდაჭერის ფაქტს აქვეყნებს
სოც.მედია - 12:52, 22 Apr, 2016     4510
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ევროსაბჭოში ქართული ოცნების არცერთმა წარმომადგენელმა სავჩენკოს გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ დეპუტატი ფეიქბუქის გვერდზე წერს და იქვე სახელობითი კენჭისყრის შედეგების ბმულს აქვეყნებს.

,,მორიგი სამარცხვინო საქციელი! ქართული ოცნების ა რ ც ე რ თ ი წარმომადგენელი არ დაესწრო დღეს უკრაინის შესახებ უმნიშვნელოვანეს დებატებს ევროსაბჭოში და არცერთმა მათგანმა არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მოწოდებას წევრი სახელმწიფოებისადმი, რომ სანქციები დაუწესონ სავჩენკოს და სხვა უკრაინელების უკანონო დაკავებაში გარეულ რუს მოხელეებს.

აქ არის კენჭისყრის შედეგები“ - წერს დეპუტატი.

ჩიორა თქათქიშვილის ბრალდებას პასუხობს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და კოლეგის ბრალდებას ტყუილს უწოდებს:

"ეს ტყუილია. ყველა იქ ვიყავით, ყველა ფეხზე ავდექით პროტესტის ნიშნად და მე პირადად მეჭირა იგივე პლაკატი ხელში. თუ ჩიორამ ეს ნამდვილად თქვა, მას ბოდიშის მოხდა მოუწევს. აი ასე იტყუება ჩიორა. სამარცხვინოა ასე აგდება ხალხის.სამარცხვინო !! შეურაცხმყოფელია. მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ პროტესტი გამოვხატე იმ მაქსიმალური ფორმით, რითაც შემეძლო. ხმის მიცემის დროს შეიძლება დარბაზში ძალიან ბევრი აქტიური მომხრეც არ იყოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ სავჩენკოს საქმეზე წინააღგმდეგი, პრაქტიკულად, არავინაა. ჩვენ სულ 5 ხმა გვაქვს. აქედან 2 ოპოზიციას ეკუთვნის. დანარჩენები ( substitute members) ხმის უფლებით ვერ ვსარგებლობთ. თავად ნახეთ. ასამბლეაში რამდენი წევრია, რამდენი ქვეყნიდან..... ხმის მიცემის დროს კი უფლებამოსილმა 65 წევრმა მისცა მხოლოდ ხმა. თუმცა სხვებმა პროტესტი აქტიურად გამოვხატეთ. აი ბატონო, კიდევ ერთი საერთო ხედიდან გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, სადაც, თუ გაადიდებთ ჩვენც აღმოგვაჩენთ, სხვებთან ერთად, ფეხზე ადგომით და ხელში პლაკატით #freeSavchenkoპროტესტს გამოვთქვამთ საჯაროდ. ჩართვებიც გვქონდა ამ თემაზე და ადრე, სიტყვით გამოვსულვარ სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით და ა.შ." - წერს უმრავლესობის დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42