სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
პოლიტიკა - 12:38, 22 Apr, 2016     618

სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემებიდან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ პირთა შრომის უფლების რეალიზება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის ერთიან ონლაინსისტემაში worknet.gov.ge დარეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია, კერძოდ, 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებული 1 022 შშმ პირიდან დასაქმდა მხოლოდ 12 პირი. აპრილის მონაცემებით, 1 170 დარეგისტრირებული შშმ პირიდან დასაქმდა – 18 შშმ პირი. ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1 689 შშმ პირიდან მხოლოდ 21 არის დასაქმებული.

სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას ჯეროვნად ვერც საჯარო სექტორში ასრულებს. საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს დეკლარირებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროექტების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო ამ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ ვერ ხერხდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის მიხედვით, დასაქმების თაობაზე სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა; ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე მათი დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმოს საჯარო სექტორში და უზრუნველყოს მათი კერძო სექტორში დასაქმება შესაბამისი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებით.

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე, გაეროს 2006 წლის კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით; ხელი შეუწყოს ამ პირთა, ღია ბაზარზე, სხვებთან თანასწორ პირობებში, დასაქმების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42