,,პოლიცია უნდა გაიწმინდოს სტრუქტურის მოძალადეებისგან“
პოლიტიკა - 12:31, 22 Apr, 2016     2069
დღეს, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ფრუიძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემ ადამიანებს შეეხებოდა. ნინო ფრუიძემ მოუწოდა პოლიციას აქტიური ქმედებებისკენ, რათა სტრუქტურა გაიწმინდოს მოძალადე პოლიციელებისგან. მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას ჩაერთონ კამპანიაში - „პოლიცია ძალადობს - დაიცავი შენი მუნდირი“ , რომელიც შაბათს კანცელარიის შენობასთან გაიმართება. ბრიფინგზე ესწრებოდნენ ძალადობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან დაზარალებული ადამიანები.

‘’ახალგაზრდა ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ვაპროტესტებთ და კატეგორიულად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს, სამწუხაროდ არა-ერთი ადამიანი იქნა პოლიციის მიერ ნაცემი. ეს ფაქტები დღითიდღე ხშირდება... ეს ადამიანები ახლა ჩემს უკან დგანან...

ახლა მთავარია, რომ ყველა ახალგაზრდა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ და მოვახდინოთ პრევენცია იმ სისასტიკის, რაც დღეს სამწუხაროდ პოლიციის განყოფილებებში კვლავ ხდება.

როდესაც პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებს პოლიციის რეფორმით, დაუშვებელია, სამართალდამცველები ამეტებდნენ თავის უფლებამოსილებას და არცხვენდნენ პოლიციელის მუნდირს. ჩვენ არ გვინდა ყველა პოლიციელი დავადანაშაულოთ და ვთქვათ, რომ ყველა პოლიციელი ძალადობს. ჩვენ - ახალგაზრდებს გვინდა, რომ პოლიცია გვიცავდეს და გვქონდეს მისი იმედი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს პოლიციის.

ახალგაზრდა ‘’თავისუფალი დემოკრატები’’, ამ ადამიანებთან ერთად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იძალადა ჩვენს თანატოლებზე, საქართველოს მოქალაქეებზე და დანაშაული ჩაიდანა...

მოვითხოვთ პოლიციამ დაიწყოს აქტიური ქმედებები სტრუქტურის მოძალადეებისგან გასაწმენდად. საჭიროა პრევენცია, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს! სირცხვილია როდესაც პოლიცია ძალადობს!

ჩვენ!„თავისუფალი დემოკრატები“, მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ იმ ძალადობის წინააღმდეგ,რომელიც დღეს საქართველოში კვლავ ხდება.

მოგიწოდებთ ყველას! შემოგვიერთდეთ! ჩაერთოთ კამპანიაში - „პოლიცია ძალადობს - დაიცავი შენი მუნდირი“. ხმა ავიმაღლოთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დღეს პოლიციელის სახელს არცხვენს და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან მათი დასჯა’’, -განაცხადა ნინო ფრუიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42