საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-გერმანიის შერეული კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 11:27, 22 Apr, 2016     1019
2016 წლის 21 აპრილს „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ" 1993 წლის 25 ივნისის შეთანხმების შესაბამისად, გაიმართა ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეხუთე სხდომა.

ქართული მხრიდან კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ასევე კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის და შესაბამისი დარგობრივი უწყებების სხვა წარმომადგენლები. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების კულტურისა და კომუნიკაციების გენერალური დირექტორი ანდრეას გორგენი.

კომისიაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის სრული სპექტრი - გერმანიაში ქართული ენისა და საქართველოში გერმანული ენის ხელშეწყობის, აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობების, პროფესიული განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2017 წლის საქართველო- გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვაზე, ასევე 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დეტალებზე.

კომისიის მუშაობის შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა ოქმი, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42