საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებს ხვდება
პოლიტიკა - 11:04, 22 Apr, 2016     1091
გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩილელ კოლეგასთან, ჰერალდო მუნოს ვალენსუელასთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ჩილეს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩილესთან ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკაში არსებული მსგავსი ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკა მეტ შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ჰაბის როლზე. ამ მხრივ მან მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.

მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. გამოიხატა დაინტერესება საქართველოში ჩილეს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩილეს, როგორც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, დიდი შესაძლებლობები აქვთ მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მიხელ ჯანელიძემ ჰერალდო მუნოს ვალენსუელასაქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

ჯანელიძე უგანდის პრემიერ-მინისტრს რუჰაკანა რუგუნდასაც შეხვდა. მიხელ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პოზიტიურ ტენდენციას. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უგანდას გაუზიაროს საქართველოში მრავალი მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

სამიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ტოგოსა და ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ასევე მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და განათლების სფეროში ცალკეული პროექტების განხორციელებაზე, ასევე მმართველობისა და ადმინისტრირების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42