,,მოვუწოდებთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები”- კონგრესმენი რასელი
პოლიტიკა - 11:25, 22 Apr, 2016     2621
აშშ-ის კონგრესსი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავალ არჩევნებზე ისაუბრეს. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. კონგრესმენის თქმით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს და ის რუსეთისადმი ლოიალური და პუტინის მოკავშირეა. კონგრესმენმა ბარაკ ობამას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი პრორუსული ძალების პოპულარიზაციას ახდენს და შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს.

„ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველო თავისუფალი ქვეყანა, გააგრძელებს თვითგამორკვევის გზას თუ დათმობს პოზიციებს რუსი ოლიგარქის და რუსეთის დომინირების წინაშე. რუსეთი ჩვეული გეგმით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას იმ იმედით რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლება იქნება. ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარი მოქმედი პირი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესებში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. არსებობს ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომმისიიის უდიდეს ნაწილს ივანიშვილი აკონტროლებს. ქართველი ხალხი გამოწვევის წინაშე დგას თავისუფალი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. ქართველ ხლხს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს და არსებობს მარტივი ნაბიჯები, რომლის გადდგმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და დასავლურ ბანკებს გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც თავისუფალი საარჩევნო პროცესში ჩარევის მიმართ გულგრილნი იქნებიან გაუუქმდეთ აშშ-ის ვიზები. დასავლურ მედიას კი მოვუწოდებთ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ამ ქვეყნისთვის ეს შესაძლოა თავისუფლების უკანასკნელი თვეები იყოს“- განაცხადა კონგრესმენმა სტივ რასელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42