„ამ ასამბლეამ შარშან განაცხადა, რომ ოპოზიციონერების დაპატიმრება პოლიტიკური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ. შეგიძლიათ თუ არა უზრუნველყოთ არჩევნების სამართლიანობა, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები ციხეში სხედან?“ - ამ კითხვით მიმართა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა, დუარტე მარკესმა.
„რაც შეეხება ე.წ პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა წინა ხელისუფლების ყოფილი ჩინოსნების კრიმინალური საქმიანობაა. 20 ათასი საჩივარი გვაქვს დარღვევებთან დაკავშირებით, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს ეთაკილება აღიაროს ის პოზიტივი, რასაც წინა ხელისუფლებამ მიაღწია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კოშმარად იქცა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები გვაყავს, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობა და არავინ დგას კანონზე მაღლა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






