არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 19:00, 21 Apr, 2016     1646

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძინ იენჩის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე და საინტერესო სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ასევე ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან გაზრდილი ექსპორტის საკითხს, ქართული ღვინის პოპულარობასა და კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა, გააცნო რეგიონალურ ჭრილში ჩინეთთან უკვე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და კონსული ლი ხონგი. თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აქტიურ ფაზაში 2015 წელს შევიდა. სწორედ აღნიშნულ წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის, აგრეთვე ბათუმის მერიასა და სინძიან უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩს შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს თანამშრმლობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს აჭარის რეგიონით დაინტერესნენ ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42