„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები არის საზოგადოების შანტაჟი და მიმართულია პირველ რიგში საქარტველოს მთავრობის წინააღმდეგ. თუ ვინმეა დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით და დამანაშავეების პოვნით, პირადად პრემიერ-მინისტრი და მთავრობაა. გამოძიება მიმდინარეობს, ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პირველივე დღეს ვთხოვე ძალოვან უწყებებს დაეწყოთ გამოძიება. საერთაშორისო ინსტიტუტები და ჩვენი პარტნიორები ჩართული არიან საგამოძიებო პროცესში, საქართველოს პროკურატურას დახმარებას უწევს ფედერალური საგამოძიებო ბიურო. გამოძიებაორი მიმართულებით მიმდინარეობს, პირველის მიზანია ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კადრების გადაღებაში და მეორე ვიპოვოთ მათი გამავრცელებლები. პირველ ნაწილში გარკვეული წარმატება გვაქვს დავაკავეთ 5 ყოფილი მარალჩინოსანი, რაც შეეხება გამავრცელებლებს, ეს სირთულეს წარმოადგენს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დამნაშავეები ვიპოვოთ“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტარების მხრიდან დაისვა შეკითხვა წინასასამართლო დაკავებების საკითხთან დაკავშირებითაც, გიორგი კვირიკაშვილს კითხეს, რა რეფორმები იგეგმება ამ მხრივ.
„რაც შეეხება წინასასამართლო დაკავებებს , ჩვენ ვთხოვეთ ევროპელ კოლეგებს რეაგირება მოეხდინათ და ყურადღებით მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს“- აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






