ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, კვირიკაშვილმა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კარგი აქცენტები გააკეთა:
„პრემიერის სიტყვით გამოსვლამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, თუ ჩავთვლით აპლოდისმენტებს, რომელიც მან მიიღო, დარბაზში ძალიან კარგი დასწრება იყო, როცა შედარების გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ზოგოერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უმაღლესი პირი გამოდის, ძალიან კარგი აქცენტები იყო გაკეთებული, რაც ჩვენთვის არის მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებზე“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
დღეს 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






