დაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი - ევროპარლამენტარების კითხვა გიორგი კვირიკაშვილს
პოლიტიკა - 18:29, 21 Apr, 2016     1876
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ევროპელი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. დეპუტატები დაინტერესდნენ იმით, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და რატომ არ განხორციელდა ძირეული რეფორმა საარჩევნო კოდექსის და რატომ არ მოხდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. აღნიშნულ კითხვებზე პასუხად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება. კვირიკაშვილის თქმით, არჩევნებამდე 6 თვით ადრე რთული იქნება საარჩვენო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე დარეგულირება. სწორედ ამიტომ, მთავრობა მხოლოდ ნაწილობრივ დათანხმდა ოპოზიციური პარტიის ინიციტიავას.

„საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების რამდენიმე სერია განხორციელდა. პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ დავიწყე მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. ორი დღის წინ ჩვენ წარვადგინეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საარჩევნო პროცესს უფრო ინკლუზიურს გახდის, პოლიტიკურ პარტიებისთვის ბარიერს დაწევს, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების ბარიერს. შევთანხმდით, რომ 2020 წლისთვის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემები შეიცვლება. არჩევნებამდე 6 თვით ადრე რთული იქნება სისტემის მორგება ახალ პროპორციულ სისტემასთან“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მის თქმით, პროცესი დასრულებული არ არის და მოლაპარაკებები გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42