საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კითხა დაუსვეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ იგი ისურვებდა ტელეკომპანია ყოველთვის ისეთივე კრიტიკული და თავისუფალი იყოს, როგორც დღეს არის. პრემიერის პასუხს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი აფასებს:
„მაშინ, როცა ახლოვდება არჩევნები და გააქტიურდა ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში იმ თვალსაზრისით, რომ ხდება დაჩქარებულად სააპელაციო სასამართლოზე, „რუსთავი 2“-თან დაკავშრებული საკითხის განხილვა და ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჯერკიდევ მსჯელობს მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის ძალიან კონკრეტულ სარჩელზე, ბუნებრივია პრემიერის პასუხი, რომ საქართველოში თურმე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით აბსოლუტურად არადამაჯერებელია“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
დღეს 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






