დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა უმცირესობასა და არასამთავრობო სექტორს ე.წ. გერმანულ მოდელზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე კიდევ ერთი მოდელი იხილება, რომელიც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა წარმოადგინა. მოდელი მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას გულისხმობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს შეხვედრაში მონაწილე პირებმა.
„საკმაოდ საინტერესო მოდელების პრეზენტაცია იყო დღეს, პირველი ეს იყო პავლე კუბლაშვილის და მეორე მამუკა კაციტაძის, „ თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ორივე მისაღებია მთავარია ჩვენ არ ვიყოთ ხელისშემშლელი, რომელიმე სისტემისათვის და მთავარია მოხდეს მხარეებს შორის კონსესუსი. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს ეყოლება მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქედან გამომდინარე „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ღია პოზიცია, რომელსაც მეტი მომხრე ეყოლება იმას დავუჭერთ მხარს “- აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წევრმა გიორგი მელაძემ კი აღნიშნა, რომ დღეს განხილული ორივე საარჩევნო მოდელი ჯობია არსებულს.
„ორივე მოდელი ჯობია დღეს არსებულ კოდექსს, ჩვენ გვქონდა საუბარი ორივეზე და შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით უფრო ზუსტად, ეს კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და ჩვენ აუცილებლად შევაჯამებთ და მთლიანად ოპოზიცია მხარს დავუჭერთ. დღეს არსებულ საარჩევნო კოდექსს ჯობია ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც იქნება შემოთავაზებული იმიტომ, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს. რაც შეეხება ბარიერს, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ ბარიერის დაწევას მაგრამ, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა“ - თქვა გიორგი მელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






