„რუსთავი 2“ საქართველოს სავიზიტო ბარათია, არჩევნებამდე არაფერი არ მოხდება - ლევან ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 18:17, 21 Apr, 2016     1962

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კითხა დაუსვეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ იგი ისურვებდა ტელეკომპანია ყოველთვის ისეთივე კრიტიკული და თავისუფალი იყოს, როგორც დღეს არის. პრემიერის პასუხს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლევან ბერძენიშვილი აფასებს:

„რუსთავი 2 არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დმაოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზია, რომელსაც არავითარი რეალური საფრთხე არ ემუქრება. ეს კარგია თუ ცუდი სხვა საკითხია, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, პრემიერის პასუხი, რომ არანაირი საფრთხე რუსთავი 2-ს არ შეექმნება, ეს დამაჯერებელია, ასეც იქნება, გარწმუნებთ, არჩევნებამდე არაფერი არ მოხდება, არჩევნების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები თუ ვინმეს არ მოგვეწონება, ვფიქრობ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აბსოლუტურად თავისუფალი იყოს ეს ტელევიზია. „რუსთავი 2“ როგორც ფაქტორი, განურჩევლად იმისა მოსწონს თუ არა ვინმეს, არის საქართველოს მონაპოვარი. ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მონაპოვარი, ეს არის ძალიან მაღალპროფესიული ტელევიზია, რომელსაც შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არ ეთანხმებოდე, ის არის საქართველოს სავიზიტო ბარათი და იგი იქნება შენარჩუნებული, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

დღეს 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42