თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული გარდაიცვალა- ომბუდსმენის გამოხმაურება
პოლიტიკა - 17:57, 21 Apr, 2016     3507
სახალხო დამცველის ინფორმაციით 2016 წლის 15 მარტს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 მარტს დაკავებული ბ.თ. გარდაიცვალა. სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგების მიხედვით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ბ.თ. 15 მარტს, დილით შეუძლოდ გახდა. იზოლატორის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაკავებულმა განუცხადა, რომ იმყოფებოდა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში და ესაჭიროებოდა შესაბამისი დახმარება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა გამომძიებელს. ბ.თ.-სთან ერთად იზოლატორში მყოფი პირის განმარტებით, დაკავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების წასვლის შემდგომაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა ექიმი აღარავის გამოუძახია. იმავე დღეს, 16 საათსა და 47 წუთზე, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის მიზნით სასამართლოში გადაყვანამდე, ბ.თ იზოლატორის დერეფანში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა მომხდარს იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბ.თ-სთვის ადეკვატური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხის შესწავლას, ასევე, რამდენად ჯეროვნად განახორციელეს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა მათი მოვალეობები და რა საფუძვლით არ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება განმეორებით. აღნიშნული გარემოებები, სახალხო დამცველის აზრით, სადავოს ხდის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას სს კოდექსის 115-ე მუხლით. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მოხდეს ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. გამოძიებამ არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვები არც ბ.თ-ს გარდაცვალებასთან და არც პოლიციის თანამშრომლების შესაძლო არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის თანამშრომლებს, რომ იგი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, მისი ან მისი რწმუნებით აღჭურვილი პირის კანონიერი მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42