„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას აფასებს. ბაქრაძის განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა კონფროტაციული და დაპირისპირების ტონალობა აირჩია:
„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე, რომლის უკანაც დგას საქართველო, სადაც ხალხს აქვს უამრავი პრობლემა, მე ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერმა აირჩია თავის გამოსვლაში კონფროტაციული და დაპირისპირების ტონალობა, რაც ზოგადად ამ კედლებში ცუდ ტონად ითვლება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






