ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვას აფასებს. მინისტრის განმარტებით, გიოგი კვირიკაშვილმა ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა:
„ძალიან მკაფიო გზავნილები იყო საქართველოს ევროპულ დღის წესრიგთან დაკავშირებით, იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასევე იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას. პრემიერმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს კუთვნილება ევროპული ოჯახისადმი, ამ თვალსაზრისით ის მისწრაფებები, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და რეფორმების ის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას ჩვენი ქვეყანა მიჰყავს ევროპული ოჯახისაკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს 14:00 საათძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოების 25 წუთიანი სიტყვა პრემიერმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე საუბარს დაუთმო. კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და მცოცავი ანექსიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






