„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალი წლის პაუზის შემდეგ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, თუმცა მოგეხსენებათ მანამდე ბატონი ფრანსუა ოლანდი იმყოფებოდა საქართველოში. ცხადია შეხვედრაზე განიხილება ყველა ის აქტუალური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხი, რომელიც დგას ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას და ამაში საფრანგეთის მხარდაჭერას და ხელშეწყობას, ამ თვალსაზრისით ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ტურიზმის და განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართულებით, ამ თვალსაზრისით გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ორ ქვეყანას ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს ინვესტიციების სფეროში, თუმცა ამ მხრივ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრას დღეს გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






