საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოდის. გიორგი კვირიკაშვილმა იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოს ევროინტერგრაციის გზაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, რომლებიც სამომავლოდ საამაყო იქნება:
„ჩვენ 17 წლიან თანამშრომლობას აღვნიშნავთ ევროპის საბჭოსთან და 25 წელი გადის მაისში დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 25 წელი ეს არის ერთი თაობა, რომელიც წინ წავიდა ევროპის არსისაკენ მიმავალ გზაზე. ევრო საბჭო წარმოადგენს ევროპულობის არსს და ის სოციალური კონტრაქტია, რომელეც გვსურს რომ გვქონდეს, გვესმის რომ საპარლამენტო ასამბლეა არის მნიშვნელოვანი, სივრცე პოლიტიკის შესახებ, მაგრამ მსურს გთხოვოთ, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომ საამაყო იქნება, რა საკვირეველია კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ხელიც შეგვიწყეთ, დაგვეხმარეთ იმ საფუძვლის გამყარებაში, რომელიც ერთად გვაქვს ჩაყრილი, ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციისაკენ უფრო სწრაფი ტემპით ვივლით, მიუხედავად იმ ძალებისა, რომელსაც ზიანის მოყენება სურთ. მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ ევროპის დაცვის სადარაჯოზე, ჩვენ ვართ ევროპელები, რაც თითოეული ქართველის ღირსების არსს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






