საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის განცხადება
პოლიტიკა - 14:00, 21 Apr, 2016     1638
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"როგორც ცნობილია 19 აპრილს სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენელებთან, საარჩევნო რეფორმის შესახებ. შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც არ ასახავდა რეალობას, ამიტომაც საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ შემდეგი:

არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებები, რომელიც გადაეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთი თვის წინ, გულისხმობდა შემდეგ ხუთ პუნქტს:

1. საარჩევნო სისტემა:

ა. ძირითადი ვარიანტი (საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებას): პარლამენტის არჩევნები ტარდება ერთიანი პროპორციული სიით 75 მანდატი) და სამხარეო-პროპორციული სისტემით -75 მანდატი;

ბ. ალტერნატიული ვარიანტი (არ საჭიროებს კონსტიტუციურ ცვლილებას): პარლამენტი აირჩევა ე.წ. MMP სისტემით ანუ:

მაჟორიტარული არჩევნები ტარდება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ოლქებში. პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად, მაჟორიტარული წესით უკვე განაწილებული მანდატების გათვალისწინებით.

2. საარჩევნო კომისიები:

საარჩევნო კომისიების პარტიული წევრები (სულ - 7) დაინიშნება არა კვალიფიციური პარტიების მიერ, არამედ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ.

თუ ასეთი სუბიექტების რაოდენობა 7-ზე ნაკლებია, მაშინ დამატებით წევრს/ წევრებს დანიშნავს ბოლო საერთო არჩევნებში 1-ლ ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტი;

3. საარჩევნო ბარიერი:

პარლამენტის არჩევნებში მანდატები ერთიანი პროპორციული სიით განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც გადალახავენ ხმათა 3 %–იან ბარიერს.

კვალიფიციურად ჩაითვლება პარტია, რომელმაც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში უკანასკნელ საერთო (საპარლამენტო ან ადგილობრივ) არჩევნებზე გადალახა 2%-იანი ბარიერი;

4. ერთჯერადი ზომები არაკვალიფიციური პარტიების მიმართ (2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის):

სარეკლამო დრო მიეცემა სუბიექტების ერთობლიობას, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნებზე ჯამურად გადალახეს 2%-იანი ბარიერი - თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში შექმნიან საარჩევნო ბლოკს.

საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება მიეცემათ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც:

ა) ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ცალკე ან ჯამურად გადალახეს 1%-იანი ბარიერი - თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში შექმნიან საარჩევნო ბლოკს;

ბ) რომელთაც მონაწილეობა მიიღეს უკანასკნელ საერთო არჩევნებში და ყავთ წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში;

5. დაწესდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აღკვეთის ეფექტური მექანიზმები: სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციები;

ხელისუფლების მხრიდან არცერთი პუნქტი სრულად არ იქნა გაზიარებული, ამასთან 1-ლი და მე-2 პუნქტები მთლიანადიქნა უარყოფილი,ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტები დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ. შესაბამისად გაუგებარია რომელი არითმეტიკით იქნა გამოთვლილი რომ დაკმაყოფილდა ოპოზიციის წინადადებების 80%.

მიგვაჩნია რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე პრაქტიკულად ცდილობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესის ჩიხში შეყვანას. მათი მხრიდან შემდგომი არაკეთილსინდისიერი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრს ოფიციალური პასუხი ჩვენს წინადადებებზე დააფიქსროს წერილობით, საჯარო ფორმით და სათანადო არგუმენტებით.

პრემიერ-მინისტრის მიერ არაერთხელ გაჟღერებული სულისკვეთება და დაპირება რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა და შეიქმნებოდა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, არ იქნა განხორციელებული მმართველი ძალის მიერ.

შექმნილი პოლიტკური მოცემულობა წინააღმდეგობაში მოდის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან და ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების პოზიციებთან, რაც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალი 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42