"ინტერპარტიული ჯგუფი ბრძოლას აგრძელებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 14:09, 21 Apr, 2016     1441
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებისგან მოითხოვს ოფიციალურად გამოაქვეყნოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციამ მმართველ ძალას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის გადასცა.

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ პუნქტებიდან ქართულმა ოცნებამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა.

"5 პუნქტიდან ხელისუფლება მხოლოდ 2 - ზე მოდიოდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას რეალური მოლაპარაკებისა და ცვილიების პოლიტიკური ნება არ გააჩნია"- აღნიშნა ქარდავამ.

მისი თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

"ინტერპარტიული ჯგუფი ბრძოლას აგრძელებს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საარჩევნო სისტემაში განხორციელდეს ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომლის გარეშე ჩვენს ქვეყანას არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა ნამდვილად ექნება"- აღნიშნა ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერმა ჟურნალისტებთან გერმანული მოდელიც განმარტა, რომელსაც მისი თქმით ოპოზიცია ხელისუფლებას ალტერნატივად სთავაზობს.

"გერმანული მოდელი ბევრად ჯობია იმ სისტემას, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ მიერ ალტერნატიულ ვარიანტად შეთავაზებული ვარიანტი ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას გამოიყენოს ის მანიპულაციები, რომელიც დღეს მოქმედ სისტემაშია ჩადებული. გერმანული მოდელი არ მისცემს უმრავლესობას მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია"- განმარტა ედპ-ს ლიდერმა.

მისი თქმით, კანონპროექტის პარლამენტში გატანისთვის საჭიროა იმ პოლიტიკური ძალების პოლიტიკური ნებაც რომლებმაც კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.

"ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არამარტო ოპოზიციამ, არამედ იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც ემზადებიან ოპოზიციაში ადგილის დასამკვიდრებლად- ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც დატოვეს უმრავლესობა. არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეს პარტიებიც იმყოფებოდნენ ჩვენ დეტალურად გავიარეთ ეს მოდელი"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

ცნობისთვის გერმანული მოდელის მიხედვით, არჩევნები ორივე სისტემით ტარდება, თუმცა მანდატების განაწილება პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად ხდება:







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42