გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:03, 21 Apr, 2016     1374
საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი კვირიკაშვილმა პედრო აგრამუნტს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რათა ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მეტი იცოდნენ იმ მიღწევების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს. მნიშვნელოვანი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც შესაძლოა, დაისვას. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, ასევე, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ევროპელ მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42