დავით უსუფაშვილმა სამხრეთ კორეის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა
პოლიტიკა - 12:31, 21 Apr, 2016     1318

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და საქართველოს პარლამენტში ელექტრონული მმართველობის დანერგვაზე, განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ბიზნეს პროექტები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვამ საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვამ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში მორიგი, ძალიან მაღალი სტუმარი გვყავს - კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ბატონი ჩანგი და კორეის პარლამენტის წევრები ჩამობრძანდნენ სტუმრად. ჩვენ, სულ ახლახანს, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს საქართველოს და კორეის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კორეის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებისა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა კორეის რეპუბლიკის ეკონომიკურ პოტენცილაზე და ორივე ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე.

„კორეა არის აზიის ნომერი მეოთხე სახელმწიფო ეკონომიკური სიძლიერით. კორეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გლობალური მოთამაშე ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე და ჩვენ, ორივე ქვეყანა, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ვიბრძვით. ორივე ქვეყანას, გვაქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებიდან და ვხედავთ იმ შემაშფოთებელ განვითარებას, რაც ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მოქმედებების შედეგად იმ რეგიონში ხდება. ჩვენ ვართ სოლიდარულნი კორეელი ხალხის ამ პრობლემების გადაწყვეტაში. კორეა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი და საერთაშორისო დონეზე ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანს შორის ეკონომიკის სფროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ პროცესში პარლმენტის როლს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ხანებში გაღრმავებული ურთიერთობები ბიზნეს სფეროში, ეკონომიკის სფეროში. ვიცით, რომ უკვე დაიწყო კორეის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები სხვა მიმართულებით, მათ შორის, მძიმე მრეწველობის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით. სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯებია კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და ამ ყველაფერში, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას.

„ჩვენ, ორი თვის წინ გვქონდა ვიზიტი სეულში და მივიღეთ გულთბილი, მეგობრული დახვედრა და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე საპასუხო ვიზიტით გვესტუმრნენ სტუმრები კორეის პარლამენტიდან. მე, კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ სტუმრებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, საქართველოს პარლამენტს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინოს და ჩვენც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს კორეელ კოლეგებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ჩუნგ უი ჰვამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველომ და კორეამ ერთობლივად უნდა იმუშაონ სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამკვიდრებას.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება და ჩვენ ერთმანეთისგან გაკვეთილები უნდა მივიღოთ, ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ, ერთობლივად უნდა ვიმუშოათ. როდესაც გავერთიანდებით და ერთად ვიქნებით, ფაქტიურად შევქმნით ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ბედნიერად და მშვიდობით იცხოვრონ. საქართველომ შეინარჩუნა თავისი მშვენიერი ლანდშაფტი, მშვენიერი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, საითკენაც მოპყრობილი იქნება მთელი სამყაროს ყურადღება“, - აღნიშნა ჩუნგ უი ჰვამ.

კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, კორეამ ინდუსტრიალიზაციას და დემოკრატიას დროის მცირე მონაკვეთში მიაღწია და ეს შესძლო სხვა ქვეყნების დახმარებით. როგორც სტუმარმა აღნიშნა, „ახლა კი ჩვენ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებსაც დავეხმაროთ და გავუწოდოთ მეგობრობის ხელი.“

ჩუნგ უი ჰვამის განცხადებით, თანამშრომლობა ეროვნულ პარლამენტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტებია და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. „ასე, რომ, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა საშუალებას და შესაძლებლობებს აძლებს ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს ერთად იმუშაონ ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ელექტრონული პარლამენტის სფეროშიც. თუ ქვეყნები, პარლამენტები ითანამშრომლებენ, ჩვენ ნამდვილად დიდ, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

კორეეელმა სტუმარმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის როლი. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ვხედავ, მართლაც რა კარგად უძღვება თავის საქმეს და ასეთი ადამიანების წყალობით, დარწმუნებულ ვარ, რომ საქართველოს მომავალი ნათელია.“

დავით უსუფაშვილისა და ჩუნგ უი ჰვას შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი წერეთელი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 23 აპრილს, კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურსა და ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზს დაათვალიერებენ, აგრეთვე, მოინახულებენ ძველ თბილისს, მცხეთას, ყაზბეგისა და კახეთის რეგიონებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42