რუსულმა საჯარისო ფორმირებებმა სოფლის მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს, რასაც 15 საათისათვის მოჯახედების საპასუხო დარტყმა მოჰყვა. წყაროს ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლაში მოჯახედებმა ნაღმტყორცნები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარები გამოიყენეს.
მძიმე დანაკარგის შემდგომ, რუსული არმიის ნაწილები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელი და გაეყვანათ სამხედრო ტექნიკა. დანაკარგების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. 18 საათისათვის მოჯახედები სრულად აკონტროლებდნენ სოფელს, თუმცა, ჯვარედინი სროლა ახლაც გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გიმრისთან შეიმჩნევა რუსეთის არმიის ტანკებისა და სხვა ტექნიკის მობილიზება, ხოლო ტემირხანშურადან გიმრის მიმართულებით დიდი სამხედრო კოლონა მიემართება.
სოფელ გიმრის მოსახლეობის ნაწილი ტოვებს სოფელს და დაბა შამილკალას მიმართულებით გადაადგილდება.
მასალის გამოყენების პირობები






