ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა მიხეილ ჯანელიძემ გაეროს სპეციალურ სესიაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავარ ნაბიჯად გასულ წელს ნარკოვიტარების მონიტორინგის ცენტრის შექმნა დაასახელა.
მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა მდგრადი განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ სესიაზეც.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება ყურადღება გაემახვილებინა იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ და ხაზი გაგვესვა თანამშრომლობის აუცილებლობისთვის. მივესალმებით შედეგებს, რომელსაც თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის საშუალებით მივაღწიეთ. ჩვენ ნარკოტიკების პრობლემასთან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მუშაობს ნარკოტიკების მონიტორინგის ცენტრი. ნარკოდამოკიდებულების მიმართ სამართლებრივად ლიბერალური მიდგომის ნაწილი იყო 2015 წელს სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილება. რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობის საკითხს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გავრცელებას შორის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






