გიორგი მარგველაშვილმა პარიზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა
პოლიტიკა - 09:40, 21 Apr, 2016     1113

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს.

გამოფენის გახსნას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა შთამომავლები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა - ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და საფრანგეთის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მხარდაჭერისთვის.

„წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახლა აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, წელს 25 წელია მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი. ამაყი სახელმწიფო, რომელიც იყურება წინ მომავლისკენ და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურისადმი, სწორედაც რომ თქვენს სამშობლოს უკავშირდება, ჩვენ ახლა ხელახლა შევძელით რომ სახელმწიფო დონეზე გაგვემყარებინა ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ერთობა.

ჩვენსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის უაღესად მეგობრული ურთიერთობებია პოლიტიკურ დონეზე და ამავე დროს ჩვენ ამ მეგობრობას ვამტკიცებთ ბრძოლის ველზე, ჩვენ ფრანგ თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. და მომავალიც ჩვენი სახელმწიფოებისა ამ თანამშრომლობაში და ამ ერთობლივი ღირებულებების გაძლიერებაში და გაფართოებაშია.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოფენისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და მთელ ფრანგ ერს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპაციის შედეგად წამოსული მთავრობა სწორედ ფრანგმა ერმა შეიფარა, მისცა ჩვენს მთავრობას ღირსეული თავშესაფარი, მისცა ჩვენს მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილიყო, დიდი მადლობა თქვენ და საფრანგეთის სახელმწიფოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.

„ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და თქვენი ვიზიტისთვის საგანგებოდ გამოვფინეთ ამ დარბაზში. ეს არის სიმბოლო ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ საერთო ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანებს აერთიანებს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგული რჩება 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს გვერდით რჩება. საფრანგეთი აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, - განაცხადა არლემ დეზირმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42