გიორგი მარგველაშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 20:14, 20 Apr, 2016     1727

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს სათაო ოფისში UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.

UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან პირველად განხორციელდა.

,,უკვე 20 წელია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ძველი ქართული კულტურის მნიშვნელობაზე, ქართული ანბანის, საკათედრო ტაძრების, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ.

გავაცანით პრეზიდენტს ,,იუნესკოს" საქმიანობა განათლების მიმართულებით.

განვიხილეთ უმაღლესი განათლების დიპლომების ორმხრივი აღიარებისა და განათლების მიმართ ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის საკითხები. ყველა ამ სფეროში ვფიქრობ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს",- განაცხადა ირინა ბოკოვამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ UNESCO-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების საკითხში მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც საკვანძო პრიორიტეტების ნუსხაშია.

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განათლების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა დაგაუხადა 1992 წლიდან UNESCO-ს ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ირინა ბოკოვას ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის UNESCO-ს მშვიდობის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ ირინა ბოკოვამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს UNESCO-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის მხარდაჭერისათვის, რომელიც ბათუმის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს პრეზიდენტმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საჩუქრად ახ. წ. აღ. I-III საუკუნეებში რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭვირული ბალთის ასლი გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრები-პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42