არასაპარლამენტო ოპოზიცია პარტიათა საკოორდინაციო საბჭოს ქმნის
პოლიტიკა - 16:21, 20 Apr, 2016     1962
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის საარჩევნო თემაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები არიან "ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო" შექმნეს.

განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისი თქმით, საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

"დღეს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, ვიმოქმედოთ წინასაარჩევნო პროცესში, ისე არჩევნების დღეს. ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, გაუწევთ მონიტორინგს წინასაარჩევნო პროცესს, მოქმედებებს ევროპასა და აშშ-ში გადავიტანთ, სადაც ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას საარჩევნო გარემოსა და სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე"- აღნიშნა ინაშვილმა.

მისი თქმით, გაერთიანება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებამ ინტერპარტიული ჯგუფის მნიშვნელოვანი მოთხოვნებიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

"საარჩევნო გარემოსა და სისტემის ცვლილებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ ეს კონსულტაციები კრახით დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა არასაპარლამენტო ოპოზიციის კონკრეტულ მოთხოვნებზე, რითაც მან დაადასტურა რომ ახდენს საარჩევნო სივრცის სრულ უზურპაციას. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციის არც ერთი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და დღეს თქვენს წინაშე წარმოდგენილია ინტერპარტიული ჯგუფის თითქმის სრული შემადგენლობა"- თქვა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა არც ის გამორიცხა, რომ საკოორდინაციო საბჭომ არჩევნებზე ერთობლივად მიიღოს მონაწილეობა.

"საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ვიმსჯელებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ გაერთიანებული ძალებით წარდგეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტია საარჩევნო გარემოს ცვლილებისთვის ერთობლივი მუშაობა"- აღნიშნა ინაშვილმა.
"ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოში" ათი პოლიტკური პარტიაა გაწევრიანებული საბჭოს მდივანი ზურაბ ხარატიშვილია, საბჭოს სპიკერი კი ირმა ინაშვილია
საბჭოში შემავალი პარტიები არიან
"თავისუფალი საქართველო", "საქართველოს ევროპელი დემოკრატები", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" " ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, "ქრისტიან- დემოკრატიული პარტია", " ეროვნულ- დემოკრატიული პარტია", " საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, " პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება", პოლიტიკური გაერთიანება " რეფორმატორები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42