"დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს, მჟავა მოსხმული... არადა ის სულ რაღაც 27 წლის იყო..."
სოც.მედია - 16:29, 20 Apr, 2016     31472
დღეს კოჯორში აღმოჩენილ ცხედართან დაკავშირებით ჟურნალისტი ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს. აი ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ვერასდროს გადმოვცემ იმ განცდას რაც ამ სიტყვების გააზრებისას მომდის. მინდა მასზე დავწერო, მასზე მოგიყვეთ... წელიწადზე მეტია დაკარგულია - წელიწადზე მეტი დროა ველოდები რომ ცოცხალი გამოჩნდება. წელიწადზე მეტია ვფიქრობ დედას არ მოკლავდა და თვითონ არ გაიქცეოდათქო. წელიწადზე მეტია შიგადაშიგ ფეისბუქზე ვწერ, როგორ მინდა ცოცხალი იყო და გამოჩნდეთქო. ბოლო პოსტი ,,დასინულია” არადა დღე მისი ცხედარი იპოვეს. ძარღვებში სისხლის გაყინვა ზუსტად არ ვიცი რა გრძნობაა - ალბათ უფრო მხატვრული გამოთქმაა, და თუ მხოლოდ მხატვრულად არ ამბობენ მაშინ სწორად ასე იყინება სისხლი, როგორც მე დამემართა ამ ინფორმაციის გაგებაზე. ჩემი მეგობრის ცხედარი იპოვეს, კოჯორში, კასრში, ცელეფონაში გახველი, ზემოდან მჟავა მოსხმული არადა ის სულ რაღაც 27 წლის იყო, ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული და სხვა რომ არაფერი ის ჩემი მეგობარი იყო.

ერთმანეთი ახალგაზრდულ პარლამენტში გავიცანით, არადა ორივე დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და ერთმანეთს სამარშუტო ტაქსში ხშირად ვხვდებოდით. ის უკვე წინა მოწვევის დელეგატი იყო, მე დამწყები ,,პოლიტიკოსი” სულ მეხმარებოდა, სულ ხელს მიწყობდა რაღაც პროექტი გამომსვლოდა, მერე მელოდებოდა და თბილისის ზღვაზე ხან ფეხით, ხან შემთხვევით გაჩერებული მანქანით, თუ გაგვიმართლებდა ,,მარშუტკით” ავდიოდით სამ კილომეტრს. გზაში მილიონ გეგმას ვაწყობდით მომავალზე. მე სულ ჟურნალისტობა მინდოდა, მას ტურიზმის სფეროში ძალების მოსინჯვა. სახლში მისულები მერე ტელეფონზე ვაგრძელებდით საუბარს, სანამ ნატო დეიდა არ ჩაგვერთვებოდა. ისე ნატო დეიდას უფრო ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონზე, სადღაც ახლაც მესმის მისი ხმა. ყველა მისი სატელეფონო ზარი გუროთი იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. როგორც მთლიანად მისი ცხოვრება.

ერთი წლის წინ ნატო დეიდა საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული იპოვეს. გურამი მას შემდეგ დაკარგულია. სამართლებრივად პირველი ეჭვმიტანილი შვილი იყო, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ერთხელაც არ მიფიქრია რომ დედას მოკლავდა. ისინი სხვანაირი დედა-შვილი იყვნენ, განსხვავებული დედა-შვილობა ჰქონდათ. ალბათ კარგია რომ ახლა ნატო დეიდა მკვდარია და კოჯორში, კასრში ნაპოვნ ბიჭზე ცხედარზე, გვამზე, თუ რა უნდა ვთქვა რომ არ ვიცი, ამბავს არ იგებს.

ჩემი მეგობარის ცხედარი იპოვეს არადა ერთი წელია ველოდები რომ გამოჩნდებოდა, ახლა ვფიქრობ ვინ უნდა დაკრძალოს? ვერც მის საფლავზე მივალ, ალბათ არც სურათიანი ძეგლი ექნება...

თუმცა უკვე მთელი საათია ჩემმა ტვინმა თუ გულმა ,,იქნებ” მექანიზმი აამოქმედა. იქნებ ეს ცხედარი ჩემი მეგობრის არ არის, იქნებ ისევ ცოცხალია, იქნებ ქუჩაში სადღაც ისევ შემხვდეს, იქნებ, იქნებ, ჯანდაბას იქნებ...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42