ირმა ინაშვილის ოფისში ახალი ჯგუფის შექმნის თაობაზე მსჯელობენ. შესაძლოა თუ არა ინტერპარტიული ჯგუფი დაიშალოს და მივიღოთ სრულებით ახალი გაერთიანება? ამ თემაზე ინტერპარტიულის წევრებმა კომენტარები გააკეთეს. ინიციატივა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, გაერთიანებაში არასაპარლამენტო პარტიების ნაწილი შედის, ამ ფორმატში მათ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების შეთავაზებაზეც უნდა იმსჯელონ.
საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნებს მმართველი გუნდი არ იზიარებს. მათი განცხადებით, ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.
„მაინტერესებს რას აპროტესტებენ, თუ საუბარი იმაზეა, სისტემა რატომ არ შეიცვალა, შარშან მაისიდან ვსაუბრობდით ამ საკითხზე. არაერთხელ გვითქვამს და საზოგადოებამ გაიგო, რომ ამ თემაზე უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. დანარჩენ ოთხ მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციამ წამოაყენა, ძირითადი პრინციპები უმრავლესობის მხრიდან არის გათვალისწინებული. თუ ეს ოთხი საკითხი არ აინტერესებდათ, მაშინ ეთქვათ, რომ გვაქვს ულტიმატუმი და შეცვალეთ სისტემა, ჩვენთვის ეს იქნებოდა გასაგები“, - აცხადებს გიგა ბუკია.
მასალის გამოყენების პირობები






