ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის ბაჩუკი ქარდავას შეფასებით არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე პარტიასთან ერთად საკოორდინაციო საბჭო შექმნის ძირითად მიზანი ისეთი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლაა, რომლითაც ამომრჩევლის ხმა რეალურად აისახება პარლამენტში.
აღნიშნული განცხადება ედპ-ს ლიდერმა დღეს პატრიოტთა ალიანსის ოფისში გამართული შეხვედრისას გააკეთა, სადაც ინტერპარტიული ჯგუფის წევრი რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის მიერ სააკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე მსჯელობდნენ:
„თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი დარჩება ისე , როგორც არის და როგორც გუშინ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, არჩევნებში წარმატების მიღწევის შანსი არ არის. პირველი რის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით, ეს არის ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება შეასრულოს დაპირება, შეიცვალოს კანონმდებლობა და გვქონდეს ისეთი საარჩევნო კანონი სადაც ამომრჩევლის ხმა რეალურად აისახება პარლამენტში, ამომრჩეველი რეალურად მისცემს ხმას თავის რჩეულ პოლიტიკოსს და არა იმის მიხედვით „პატრონს“ როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ პოლიტკურ პარტიასთან. 5 პუნქტიანი მოთხოვნიდან ყველა პრიორიტეტული იყო, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი თემა იყო საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სადაც ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს და იქ ბალანსი უნდა იყოს დაცული და ოპოზიციის სასარგებლოდ შეიცვალოს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
რაც შეეხება ინტერპარტიულ ჯგუფის სამომავლო საქმიანობას, ედპ-ს ლიდერი განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიათა საკორდინაციო საბჭოს წინააღმდეგობაში არ მოდის ინტერპარტიული ჯგუფის საქმიანობასთან.
ქარდავას ინფორმაციით საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






